27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად ექიმები შევიდნენ

რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმები – მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძე და ადვოკატი შოთა თუთბერიძე ხვდებიან.

სწორედ, აღნიშნული შეხვედრისა და მსჯავრდებულის გასინჯვის შემდეგ, იოსელიანი, ქავთარაძე და თუთბერიძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს შეხვდებიან და გადაწყდება, ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ თუ არა.

პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები.

banner
წინა სტატიაშილატვია უკრაინასთან დრონების წარმოების ერთობლივი ობიექტის აშენებას გეგმავს
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს