პენიტენციალურმა სამსახურმა ლაშა გოგასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

“ამ ადამიანმა ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც გულისხმობს დანაშაულის გაცნობიერებას და შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი აქვს გაუქმებული”- დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის პატიმრობაში მყოფ ზუგდიდის ყოფილ მერს პენიტენციალურმა სამსახურმა უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების უფლება გაუუქმა. ამის შესახებ “თაიმერს” პენიტენცალურ სამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია რესტორანში იმყოფებოდა. ფოტო სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” მისმა მეურლემ  ნანა თოდუამ გამოაქვეყნა.

პენიტენციალურ სამსახურში აცხადებდნენ, რომ პატიმრობამისჯილ ზუგდიდის ყოფილ მერს და ყოფილ ვიცე მერს, ლაშა გოგიას და გია გულორდავას უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლება ჰქონდათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში. თითოეულ მათგანს სასჯელის სახით ორი წელი პატიმრობა, 4 წელი კი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ისინი შარშან, პირველ ნოემბერს დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, ამ ქვეყანაში არავის ჰგონია, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა უბრალოდ ნივთია”
შემდეგი სტატია“არ მგონია, რომ ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა ვინმეს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას აძლევდეს”