N16 პენიტენციურ დაწესებულებას ფეხბურთის ფედერაციამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა საჩუქრად სპორტულ ინვენტარი გადასცეს

sasj2სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ ჭუმბურიძემ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა საჩუქრად სპორტულ ინვენტარი გადასცეს.
სპორტული ინვენტარი დაწესებულებას ერთ-ერთი მსჯავრდებულის წერილის საფუძველზე გადაეცა.
ფეხბურთელებმა მსჯავრდებულებს სპორტული მაისურები, ქუდები, ბურთები და სხვა საჭირო ინვენტარი გადასცეს. ფედერაციის წევრებმა დაწესებულებაში არსებული კალათბურთის, ტენისისა და სპორტული დარბაზები დაათვალიერეს. შეხვედრის ბოლოს კი მსჯავრდებულებთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს.
„მნიშვნელოვანია მსჯავრდებულებთან ურთიერთობა და ფეხბურთის ფედერაცია შეძლებისდაგვარად ცდილობს მათთან კონტაქტი ჰქონდეს. სპორტული ინვენტარი დაწესებულებაში სწორედ ერთ-ერთი მსჯავრდებულის თხოვნით შემოვიტანეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას“, _ განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.
შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ფარგლებში ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშისვეტიცხოვლის ტაძრიდან „სვიმონ კანანელის გზაზე“ მსვლელობა მოეწყო
შემდეგი სტატიადალილა დევაძის ბუდაპეშტური სტუდენტური დღიურები