პეკინის გამზირზე ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, პეკინის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
დამნაშავე პირების დადგენა დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატოიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

banner
წინა სტატიაშიშეირაღებული თავდასხმა “გირო კრედიტზე”
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო “ჯიპებს” 50 სედანის ტიპის ავტომობილით ჩაანაცვლებს