პეკინის გამზირზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39 კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია.

„პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები. ვაგრძელებთ არსებული სივრცეების ათვისებას – პარკების, სკვერების მოწყობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხას გამორჩეულად ესმის, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის წინააღმდეგ, მხოლოდ უკრაინელების ბრძოლა არ არის!
შემდეგი სტატიაგლდანის მეშვიდე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს