პეკინის გამზირზე ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძრის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ქალი მეხუთე სართულზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ხანძრისას ის აივნიდან გადავარდა.

ხეჩინაშვილის კლინიკაში, სადაც დაშავებული გადაიყვანეს, აცხადებენ, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.

„დილით შემოიყვანეს ქალი, სავარაუდოდ სიმაღლიდან ვარდნის გამო. მას აღენიშნებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები. შემოყვანის დროს მას მხოლოდ ერთეული სასიცოცხლო ნიშნები ჰქონდა. სამწუხაროდ, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა“, – განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური მენეჯერმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო
შემდეგი სტატია„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ