პეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა

პეკინის გამზირზე ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. მოზარდი, სავარაუდოდ, გზაზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი წესების დარღვევით არ მოძრაობდა.

პირველადი დათვალიერებით დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. კონტაქტურ მდგომარეობაში მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

banner
წინა სტატიაშიერდოღანი: თურქეთის ყველა ნაბიჯი სირიაში, რუსეთთან შეთანხმებულია!
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი შინაგან