პეკინი თავის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს აშშ-ში არ ისწავლონ

ჩინეთის განათლების სამინისტრომ ჩინელი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები გააფრთხილა, თავი შეიკავონ აშშ-ში წასვლასა და იქ სწავლისგან – 3 ივნისს ჩინურმა გაზეთმა Global Times თავის “ტვიტერზე” გამოაქვეყნა. ამავე დროს, ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის რამ გამოიწვია მსგავსი რეკომენდაციის გაცემა. როგორც Reuters-ი ავრცელებს, ჩინეთის განათლების სამინისტრო ყველას მოუწოდებს საგულდაგულოდ აწონონ შესაძლო რისკები, რომელიც აშშ-ში სწავლას უკავშირდება. Global Times -ის რედაქტორი ვარაუდობს, რომ მსგავსი ზომა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ვაშინგტონის მიერ ინიცირებულ სავაჭრო ომს.

ადრე აშშ-მ საერთაშორისო სტუდენტური გაცვლით პროგრამაზე შეზღუდვები დააწესა, გარდა ამისა, განაცხადების მიღება იწელება, მათი მოქმედების ვადები კი მცირდება. 2019 წლის იანვარ-მარტში 1353 ჩინელი უნდა გაეგზავნათ აშშ-ში სასწავლებლად, მათგან 13,5%-მა უარი მიიღო -წერს “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დონბასის მოლაპარაკებებში წარმომადგენლად დანიშნა
შემდეგი სტატიაჯოხარ დუდაევის ვაჟი თავისი გვარის ებრაული წარმოშობის შესახებ