პეკინი ბრიტანეთში Huawei-ის სკანდალის შემდეგ კომპანიის დასაცავად გამოდის

ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ სკანდალი გრძელდება. სხდომა მეხუთე თაობის მობილური კავშირის შექმნაში ჩინური ტექნოლოგიის გამოყენებას ეხებოდა.
აშშ-ს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დაზვერვის სამსახურებმა განაცხადეს, რომ Huawei-ის გამოყენება ბრიტანეთის სახელმწიფო უსაფრთხოებას საშიშროების ქვეშ დააყენებს.
კვირას, 28 აპრილს გამოცემა Sunday Telegraph-იდან, ლონდონში ჩინეთის ელჩი სამეფოს მოუწოდებს, მესამე ქვეყნების გავლენის ქვეშ არ მოექცეს, რადგანაც Huawei-ი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

გასულ კვირას Daily Telegraph-ი წერდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა თანახმაა ჩინურ კომპანიას მეხუთე თაობის მობილური კავშირის შექმნაში შეზღუდული წვდომა მისცეს. თუმცა, ამ აზრს ზოგიერთი მინისტრი მხარს არ უჭერს.
სერ მარკ სედვილმა, მინისტრთა კაბინეტის მდივანმა და წარსულში დიპლომატმა, მინისტრებისგან მოითხოვა მხარი დაუჭირონ მის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომიდან ინფორმაციის გაჟონვას ეხება. გამოძიების ცენტრში ხუთი მინისტრია, რომლებიც ინფორმაციის გაჟონვაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია
შემდეგი სტატიატრამპმა მედიას კიდევ ერთხელ უწოდა “ხალხის მტერი”