ფეხზე სიმძიმე მოაბეს და წყალში ჩააგდეს – ხერსონის ოლქში რუსებმა პოლიციის ლეიტენანტი სასტიკად მოკლეს

ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა უკრაინელი პოლიციელი ვიტალი ლაპჩუკი და მისი ოჯახის წევრები გაიტაცეს. მოგვიანებით რაშისტებმა ლეიტენანტი პოლკოვნიკი ლაფჩუკი მოკლეს. ინფორმაციას ლეიტენანტის მეუღლე ავრცელებს.

მისი თქმით, 27 მარტს მთელი ოჯახი გაიტაცეს, თუმცა ის და მისი შვილები გაათავისუფლეს. მაგრამ მისი ქმარი აწამეს და ტბაში დაახრჩვეს.

„დაახლოებით სამი დღის განმავლობაში თავზე ჩამოფარებული ჩანთებით ვისხედით. მთელი ამ ხნის განმავლობაში პერიოდულად მესმოდა როგორ აწამებდნენ და სცემდნენ მას“, – იხსენებს ცოლი.

მისი თქმით, წამების შემდეგ ლაფჩუკს ფეხზე სიმძიმე მოაბეს და წყალში ჩააგდეს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არის ფლაგმანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და წინ წასწიოს წევრობისთვის მზადება – ნატო
შემდეგი სტატიაარ ვკონცენტრირდები მხოლოდ იმაზე, რას ამბობს ივანიშვილის ყოფილი ექიმი, ბატონი ხუნდაძე, არ მგონია, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს და განცხადებებს ის საკუთარი ინიციატივით აკეთებდეს – სამადაშვილი