ფეხტულახ გიულენი:ერდორანი ფსიქიკური აშლილობით იტანჯება

ფეხტულახ გიულენი:ერდორანი ფსიქიკური აშლილობით იტანჯება

777ფეხტულახ გიულენი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი სამხედრო გადატრაინლების მცდელობის ორგანიზატორად აცხადებს, თვლის, რომ ერდოღანი ფსიქიკური აშლილობით იტანჯება – ამის შესახებ გიულენმა პორტალს “ხიმზეტი დღეს” განუცხადა.
“ერდოღანის შეშლილობაზე ბევრი ლაპარაკობს. მის გვერდით მუდმივად რამდენიმე ექიმია, ის ღებულობს წამლებს, რადგანაც გარკვეული პრობლემები აქვს. მისი გარემოცვადან ამბობენ, რომ თავის დიდებულ სასახლეში ის არცთუ ისე იშვიათად ფსიქიკური აშლილობის შეტევით იტანჯება” – განაცხადა გიულენმა და დაამატა, რომ თურქეთის ლიდერი “ძალაუფლებით არის მოწამლული”.
გიულენმა თქვა, რომ ის არ იღებს პასუხისმგებლობას სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე, რადგან ის დემოკრატიული რეფორმების მომხრეა, სამხედრო ჩარევას კი მხოლოდ ზიანის მიყენება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს თურქეთში მცდელობა ჰქონდა სამხედრო გადატრიალებას. შემთხვევას 232 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 60 ათასი პედაგოგი, პოლიციელი, მოსამართლე, სახელმწიფო მოსამსახურე განთავისუფლებულია ან დაკავებულია. დახურულია 20-ზე მეტი მედია საშუალება.

banner
წინა სტატიაშითურქეთში არსებული ვითარება – საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : პირადად ვაკონტროლებ ავტოავარიაში მოყოლილი მორაგბეების მდომარეობაზე