მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ბანძაში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ბასილაია ტრადიციას არც წელს ღალატობს. იგი უკვე მეთვრამეტე წელია, რაც წმინდა გიორგის ხატით ხელში მსვლელობით მოდის.სასულიერო პირი თითქმით, ერთი კვირაა რაც გზაშია, მან 260 კილომეტრი უნდა გაიროს.
მარშრუტიც უცვლელია და სოფელ ბანძიდან იღებს სათავეს, ხოლო 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას სვეტიცხოველში დასრულდება.