“ფეხებგაფარჩხული კეტავენ გზას იმიტომ, რომ არ ყოფნით ადამიანები” – ამის შესახებ “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა და ივანიშვილის გუნდის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის კოდექსებში დაიინიცირებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა აქციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “20 ადამიანი მილიონნახევრიან ქალაქზე ძალადობს”.
შეუძლებელია, რომ 20 ადამიანი ძალადობდეს მილიონნახევრიან ქალაქზე. შეკრებას და მანიფესტაციას აქვს თავისი წესი, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი აზრი, თავისი პროტესტი. როდესაც არიან ის რაოდენობა, რომელიც ეტევა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე და ა.შ. გამოხატონ იქ, თუკი იქნება ის რაოდენობა, რომლისთვისაც საკმარისი არ არის, რომ ტროტუარმა დაიკავოს, რა თქმა უნდა შეუძლიათ ასევე გამოიყენონ ქუჩის ტერიტორია. თუმცა ახლა რომ ვხედავთ, ფეხებგაფარჩხული რომ კეტავენ გზას იმიტომ, რომ არ ყოფნით ადამიანები, 20 ადამიანი ვერ იძალადებს მილიონნახევრიან ქალაქზე,” – ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
ასევე, ახალი ცვლილებებით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცვაი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე.
















