ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალს გიორგი მარგველაშვილი დაესწრება

ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალურ მატჩს დღეს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრებიან.

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებისთვის ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდებიან.

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ბოლნისის „სიონმა“ საქართველოს თასის ფინალში გასვლა მეორედ მოახერხა, 2002–2003 წლის სეზონის თასის ფინალშიც მისი მეტოქე თბილისის „დინამო“ იყო, ეს უკანასკნელი კი დავით ყიფიანის თასის მოსაპოვებლად მეთხუთმეტედ იბრძოლებს.

banner
წინა სტატიაშისაყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი მიხეილ გიორგაძის გადადგომას მოითხოვს
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონმა ბერნი სანდერსი მორიგ პრაიმერიზზე მცირე სხვაობით დაამარცხა