ფეხბურთის სუპერლიგის პროექტი კრახს განიცდის

ფეხბურთში ევროპის ახალი ტურნირის – სუპერლიგის გამოცხადებიდან ორ დღეში მისი გადახედვა ხდება საჭირო. წუხელ ტურნირი ექვსმა ინგლისურმა კლუბმა დატოვა. სუპერლიგის განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტს გადახედავენ – “დოიჩე ველე” წერს.
პროექტი ფანატების, მოთამაშეების, კლუბების ინტენსიური პროტესტის შემდეგ დატოვა “ლივერპულმა”, “მანჩესტერ სითიმ”, “მანჩესტერ იუნაითედმა”, “არსენალმა”, “ტოტენჰემმა” და “ჩელსიმ”. მილანის “ინტერმა” და “მადრიდის ატლეტიკომაც” განაცხადეს, რომ მათ პროესტისადმი ინტერესი არ გააჩნიათ. დღეს დილისთვის ახალ ტურნირში დარჩენილი იყვნენ “მილანი”, ტურინის “იუვენტუსი”, მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა”.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინგლისური კლუბების გადაწყვეტილებას “აბსოლუტურად სწორი” უწოდა, შემდეგ კი სუპერლიგის განცხადებას პროექტის გადაკეთების შესახებ მხარი დაუჭირა.

ევროპული კლუბებისთვის ახალი სუპერლიგის შესახებ ინფორმაცია 18 აპრილს გავრცელდა. ევროპის საფეხბურთო ასოციაციამ ინიციატივას “ცინიკური უწოდა”. ფიფამ განაცხადა, რომ სპორტული სოლიდარობის მომხრეა, მაგრამ მხარს არ უჭერს “დახურული ევროპული ლიგის შექმნას”.

ახალი ინიციატივის ავტორები ინგლისური საფეხბურთო კლუბები არიან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი საქართველოში გადმოასვენეს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა