ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი კახა ცხადაძის საკითხს განიხილავს

ან წუთებში ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს. აღმასკომი საქრთველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კახა ცხადაძს დარჩენა-არდარჩენის საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ აღმასკომის სხდომა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

დაპირისპირება ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთვნელს შორის ანაზღაურების საკითხის გამო დაიწყო. ლევან კობიაშვილის ინიციატივით მწვრთვნელები დაბალ ანაზღაურებაზე და მაღალ საბონუსე სისტემაზე უნდა გადავიდნენ, რაც ნაკრების მიერ შედეგის ჩვენების შემთხვევაში იმოქმედებს. თუმცა ეროვნული ნაკრების თავკაცი ხელფასის მხოლოდ 25%-ით შემცირებაზეა თანახმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაურმა რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკიდან ინფორმაცია გამოითხოვა