video ფეხბურთის კომენტატორის დაუჯერებელი რეაქცია ისლანდიის ნაკრების გოლზე

ისლანდიის ტელევიზიის კომენტატორის, გურდმუნდურ ბენედიკტსონის რეაქციაზე, რომელიც ისლანდიის ნაკრების მიერ ავსტრიის კარებში გაიტანილ გოლს მოყვა ევრო-2016-ზე, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.
გუშინ “ფრანს დე სტადის” სტადიონზე ისლანდიის ნაკრებმა ავსტრიელები 2:1 დაამარცხეს. გადამწყვეტი ბურთი მატჩის 94-ე წუთზე ნახევარმცველმა არნორ ინგვი ტრაუსტასონმა გაიტანა.
კომენტატორმა ემოციები ვერ შეიკავა და ეთერში წარმოუდგენელი ყვირილი მორთო.
არა და, ამბობენ, რომ ჩრდილოელები ტემპერამენტიანები არ არიანო.

https://youtu.be/7t0FdKYhKpA

banner
წინა სტატიაშიკემერონმა მომხრეებს მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიავენდობით თუ არა ვანო მერაბიშვილის სიტყვას, ეს ეპიზოდი გამოსაძიებელი იყო