ფეხბურთელი, რომელმაც ამერიკის ჰიმნს იგნორირება გაუკეთა, Nike-ს სახე გახდა

ამერიკელი ფეხბურთელი, რომელმაც უარი თქვა ამერიკის ჰიმნის შესრულებისას ფეხზე წამოდგომაზე, Nike-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. ამის გამო უკმაყოფილო ამერიკელები ბრენდის სპორტულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს მასობრივად ანადგურებენ.
კოლინ კაპერნიკმა ყურადღება ორი წლის წინ მიიქცია. 2016 წლის აგვისტოში ერთ-ერთი მატჩის წინ აშშ-ს ჰიმნის შესრულებისას ის სკამიდან დემონტრაციულად არ ადგა, იმავე წლის სექტემბერში, ასევე ჰიმნის დროს, მან ცალი მუხლით დაიჩოქა. ფეხბურთელის თქმით, ის ამდაგვარად აპროტესტებს აშშ-ში შავკანიანების დისკრედიტაციას, რაც, მისი აზრით, განსაკუთრებით პოლიციის მოქმედებებშია შესამჩნევი.

“არ ვაპირებ ისეთი სახე მქონდეს, თითქოს ვამაყობდე იმ ქვეყნის დროშით, სადაც შავკანიანების და სხვა ფერის ადამიანების უფლებებს არღვევენ. ეს ფეხბურთზე მნიშვნელოვანია” – ასეთი კომენტარი გააკეთა თვითონ კაპერნიკმა.
მის მაგალითს ბევრმა ამერიკელმა ფეხბურთელმა მიბაძა. “მუხლის მოყრა სჯობს ხელების მაღლა აწევას და პასუხად ტყვიის მიღებას” – მეორე პოპულარულმა ამერიკელმა ფეხბურთელმა მარშოლ ლინჩმა თქვა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფეხბურთელების მოქმედება გააკრიტიკა. მან კაპერკინს სხვა ქვეყნის პოვნა ურჩია, ფედერაციას კი – გაყარს ყველა ფეხბურთელი, რომელიც ქვეყნის ჰიმნის შესრულებისას ფეხზე დრომაზე უარს იტყვის.

Nike-მა კაპერნიკი კამპანიის სახედ აირჩია, რომელიც სლოგანს Just Do It ეძღვნება. კორპორაციაში აღნიშნეს, რომ კაპერნიკი მთელს თაობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ფეხბურთელია. ფეხბურთელთან გაკეთებულ პოსტერს დამატებული აქვს კიდევ ერთი სლოგანი: “გჯეროდეს. მაშინაც, თუკი ამის გამო ყველაფრის დაკარგვა მოგიწევს”.

Nike-ის გადაწყვეტილებამ ამერიკელი პატრიოტების კრიტიკა გამოიწვია. “ტვიტერში” პოპულარული ხდება ჰეშთეგი #BoycottNike, რომლის ქვეშაც მომხმარებლები აქვეყნებენ ფოტოს და ვიდეოს, სადაც ისინი Nike-ს ბოტასებს წვავენ.
გუნდმა კაპერნიკს 2017 წელს კონტრაქტი არ გაუგრძელა. ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ეს მისი პროტესტის გამო მოხდა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიირანული რიალი რეკორდულ ზღვარამდე დაეცა
შემდეგი სტატიანიუ-იორკში დუბაის თვითმფრინავი კარანტინზე გადაიყვანეს – სავარაუდოდ, მგზავრები საჭმლისგან მოიწამლნენ