ფეხბურთელები შეცდომაში ე.წ აგენტ-პროვოკატორმა შეიყვანა – ადვოკატი

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ბრალდებული ჯონი შეროზიას ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ფეხბურთელები შეცდომაში ე.წ აგენტ-პროვოკატორმა შეიყვანა:

„ფეხბურთელები შეცდომაში ე.წ აგენტ-პროვოკატორმა შეიყვანა. მოგვიანებით კი უთხრა რომ ავად იყო და დიდი თანხა სჭირდებოდა და თავს მოიკლავდა თუ საჭირო ფულს ვერ იშოვიდა” განუცხადა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ე.წ. აგენტ პროვოკატორი ფეხბურთელებთან სხვა თამაშების წინაც მივიდა, თუმცა მაშინ მათი დაყოლიება ვერ შეძლო.

დაკავებული ფეხბურთელების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

პროკურატურა 11- იდან 4 ბრალდებულის მიმართ პატიმრობას, 7 -ის მიმართ კი გირაოს 10 ათასი ლარის ოდენობით პატიმრობის უზრუნველყოფით ითხოვს.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ 25 000 აბონენტს ძველი მრიცხველი ახლით შეუცვალა
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : როდესაც პარლამენტი მოსამართლეთა კანდიდატურების განხილვას დაიწყებს, დიდი მნიშვნელობა აქვს, დარბაზში შალვა შავგულიძე იჯდება თუ არა