“ფეკალიები ჩადის თბილისის ზღვაში” – ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული განვითარების კომისიის სხდომაზე. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, დედაქალაქი ეპიდემიის რისკის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის მტკიცებით, ზღვაში ფეკალიების დიდი მასა ჩაედინება, რითიც შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

ლევან ხაბეიშვილმა კომისიის სხდომაზე ვიდეო მტკიცებულება წარადგინა, სადაც ჩანს, რომ მილით ზღვაში ფეკალიები ჩაედინება.

„ამდენი ადამიანია, წავიდეთ და ვნახოთ, რომ ფეკალიები ჩადის თბილისის ზღვაში, პირდაპირ მილი ჩადის…. თქვენ თუ არ გააკეთებთ ამას, მივიყვან მანქანას და იმ მილს, საიდანაც მოდის ეს, დავაყრი მიწას“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ერეკლე კუხიანიძემ ლევან ხაბეიშვილი „სისულელეების“ ლაპარაკსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა.

სხდომაზე განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატმა, ვახტანგ შაქარიშვილმა.

„ჩემთვის უბრალოდ პასუხი არ არის, როგორც მოქალაქისთვის, ის, რომ ჩადის, მაგრამ სუფთაა. ისიც ვიცით, რომ სადღაც ტექნოლოგიები არსებობს, ცხოველის ფეკალიებიდან საუკეთესო მინერალური წყალი გამოაქვთ და მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ხალხს ვუთხრათ, რომ ეს არაუშავს და დალიეთ“ – ამბობს ვატო შაქარაშვილმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ მილის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა იმ ადგილებში, საიდანაც დედაქალაქი წყლით მარაგდება, არაფერი არ ჩაედინება.

„დღეს თბილისს მიეწოდება წყალი, ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ყველა სტანდარტის შესაბამისად დაცული და არანაირი საშიშროება ამ მიმართულებით არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავმიჯნოთ იმისათვის, რომ მოსახლეობა არ შევიყვანოთ შეცდომაში და ჩვენმა თანამოქალაქემ არ იფიქროს, რომ რაიმე საფრთხე არის ამ წყლის ხარისხთან დაკავშირებით… არანარიად იქ, საიდანაც ხდება დაცული ტერიტორიებიდან წყლის მომარაგება, იქ არაფერი არ ჩადის“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძე.

banner
წინა სტატიაშიყველაზე ძვირიანი უბნების სტატუსს ინარჩუნებენ ვაკე, მთაწმინდა და საბურთალო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის ისევ შს მინისტრად ინიშნება