22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

“ფეისბუქსტატუსის გამო ჟურნალისტი ციხეში — როგორი აღდგენილი სამართლიანობაა”— ანა ბუჩუკური

“ფეისბუქ” სტატუსის გამო ჟურნალისტი ციხეში – როგორი აღდგენილი სამართლიანობაა, საამაყო “ქართული ოცნება”- ვახო სანაია, ჩემი მხარდაჭერა შენ,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ის, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება, რომელსაც დღეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

banner
წინა სტატიაში4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: თავისუფალი აზრის გამო ადამიანის პატიმრობაში გაშვება ის ხელწერაა, რომელიც ახასიათებს ყველზე ველურ, ავტორიტარულ რეჟიმებს