ფეისბუქომი-„ტყუილის მანქანები „ოცნებაში“ მოკითხე!“

11846551_1001319579919221_2277674912133651112_nზუგდიდის გამგებლის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა და გუბერნიის მაღალჩინოსანმა ერთმანეთს დასცხეს.

ზუგდიდის გამგებლის პრესამსახურის ხელმძღვანელმა, მაია ღურწკაიამ, რომელიც „რესბულიკური პარტიის“ წევრია, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სკანდალური განცხადება გაააკეთა:
„Gem fest-ის ბილეთები 41 ლარად რატომ იყიდება „ოცნების“ საარჩევნო შტაბში. კიდევ, მოსყიდვა და რესურსის გამოყენება? წარმომადგენლების ძალით ჩართვა საკმარისი არ იყო?!“
ღურწკაიას ეს განცხადება ოფიციალურ სტრუქტურებს, ცხადია, არ გამოჰპარვიათ და მას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, დავით კოდუა გამოეხმაურა:
„სად ნახე შენ, რომ 41 ლარად იყიდებოდა? დეზინფორმაციას რატომ ავრცელებ?!?!“
შენ თუ გინდა დამალო ეგ ფაქტი, არ დაიმალა, ხომ ხედავ? კეთილსინდისიერად იმუშავეთ და ადამიანების მოსყიდვას თავი დაანებეთ. კიდევაც ვნახეთ და ბევრმა ეს ამბავი დაადასტურა,“ – არ დაუთმო ღურწკაიამ კოდუას და ეს დიალოგი ცხელ „ფეისბუქდებატებში“ გადაიზარდა.
დავით კოდუა: „- ერთი ადამიანი მანახე, ვისაც აქვს ბილეთი ნაყიდი 41 ლარად და მე ვიღებ მთელს პასუხისმგებლობას. თუ ვერ ადასტურებ, ჩავთვლი, რომ ტყუილის მანქანა ხარ! ბუნებაში არ არსებობს 41-ლარიანი Gem ბილეთი.“
მაია ღურწკაია: „- ტყუილის მანქანები პარტია „ქართულ ოცნებაში“ და შენს გვერდით მოკითხე. მთელი პასუხისმგებელობა სწორედაც, უნდა აიღოთ. სწორად და სამართლიანად რომ გემოქმედათ, არვევნებში ხალხის მოსყიდვა არ დაგჭირდებოდათ. იმ ხალხს ტელეეკრანებიდან განახებ, დავით. ყველა მათგანს ჩავიწერ, ვინც ამ სკითხით ჩემთან მოვა.“

13094187_1023509481017795_4444948992126924148_n
დავით კოდუა: „Gem fest არასდროს ყოფილა პოლიტიზირებული და სწორედ ამიტომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია შენი ბრალდება. თუ გინდა სხვა საკითხზე გაცხარება ფესტივალ ჯგუფზე იერიშით მოიშუშო, გარწმუნებ, არასწორი გათვლაა.“
მაია ღურწკაია: „-თქვენ ხომ სწორად გათვალეთ ხალხის მოსყიდვა პარტიის ნუმერაციის ფასის ფარგლებში. თქვენს მიერ გათვლილმა გეგმებმა მოგიყვანეთ იქამდე, მოსასყიდი გაგიხდათ ხალხი.“
დავით კოდუა: „- ჩვენ ნამდვილად გვაქვს სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, თუმცა ეს უკავშირდება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს (მსგავსი დაგეგმარება არცერთ ხელისუფლებას არ ჰქონია და არც არასოდეს ექნება არაკრედიტებულ ან ბლატებით გაკრედიტებულ საჯარო მოხელეებს:)), რომლებსაც განუსაზღვრელი წარმოდგენა აქვთ საკუთარ შეზღუდულ უნარებზე :)) პოლიტიკური მოსყიდვები მოიკითხე იქითკენ, რომლებსაც მრავალი წლები ემსახურეთ და ზოგიერთი დღესაც უნამუსოდ ზის ნაცწისქვილბორბალზე!“

banner
წინა სტატიაშიმამა პეტრეს აღსარება
შემდეგი სტატიაბეშუმში დაშავებული მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია