“ფეისბუქმა” ყალბი ახალი ამბების მამხილებელ მთავრობის სტრატკომის გვერდს ვერიფიკაცია მიანიჭა

საქართველოს მთავრობამ ფეისბუკ გვერდი „მთავრობის სტრატკომი“ შექმნა https://www.facebook.com/GovernmentStratCom/, რომლის მიზანია მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელით გავრცელებული ყალბი ახალი ამბების გამოვლენა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდა.
გვერდმა მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და გამოავლინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მომზადებული დეზინფორმაციული კამპანიები.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის სტრატკომის “ფეისბუq” გვერდზე ინფორმაცია ქვეყნდება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
საერთაშორისო აუდიტორიისთვის ასევე შექმნილია “ტვიტერის” ინგლისურენოვანი არხი – https://twitter.com/StratcomG.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ერთი შიდა გავრცელებას უკავშირდება
შემდეგი სტატია„ლელოს“ საკონსტიტუციო სარჩელი – მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა კონსტიტუციის დარღვევით გამოაცხადა