“ფეისბუქმა” დონალდ ტრამპს წვდომა ორი წლით შეუჩერა

Facebook Inc-მა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს “ფეისბუქსა” და “ინსტაგრამზე” წვდომა ორი წლით შეუჩერა. მიმდინარე წლის იანვარში მას გვერდების გამოყენება განუსაზღვრელი დროით შეუჩერეს იმ განცხადებების გამო, რომელმაც აშშ-ს კოლიზეუმში არეულობები გამოიწვია. “ფეისბუქმა” განაცხადა, რომ ტრამპის მოქმედებები “წესების სერიოზული დარღვევა იყო”.

გასულ თვეს “ფეისბუქის” ზედამხედველთა საბჭომ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აკრძალვა განუსაზღვრელი დროით იყო მიღებული, გააკრიტიკა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ერთი მილიარდი ევროს სახის ნიღბებს გაანადგურებენ
შემდეგი სტატიაფლანგვის დეტექტორი: პანსიონი 2012 წელს დაარსდა და დღემდე ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება