ფეისბუქმა და ინსტაგრამმა მომხმარებლებს იარაღის გაყიდვაზე განცხადებების დადება აუკრძალეს

ფეისბუქმა და ინსტაგრამმა მომხმარებლებს იარაღის გაყიდვაზე განცხადებების დადება აუკრძალეს

ფეისბუქმა და ინსტაგრამმა მომხმარებლებს იარაღის გაყიდვაზე განცხადებების დადება აუკრძალესფეისბუქმა და ინსტაგრამმა, საკუთარ მომხმარებლებს აუკრძალეს იარაღის გაყიდვის შესახებ კერძო განცხადებების სოციალურ ქსელებში განთავსება.
აკრძალვა არ ეხებათ კომპანიებს, რომლებიც ოფიციალურად ვაჭრობენ იარაღით.
ადრე ფეისბუქი ფიზიკურ პირს იარაღის გაყიდვაზე ცნობას არ აქვეყნებინებდა, თუკი მომხმარებელი არ წარმოადგენდა საკუთარ დოკუმენტებს.
2014 წელს სოციალურმა ქსელმა ანალოგიური აკრძალვა შემოიღო მედიკამენტებსა და ნარკოტიკებზე.

იარაღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბარაკ ომაბას გამოსვლიდან 3 კვირის შემდეგ მოხდა, სადაც მან კანონში სიახლეები შეიტანა იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით.
ცვლილებების თანახმად, მყიდველმა უნდა წარადგინოს სხვადასხვა საბუთი, მათ შორის ფსიქოლოგიური მდგომარეობის, ნასამართლეობის შესახებ ცნობა და სხვა.

banner
წინა სტატიაშისირიის მადაიში შიმშილით კიდევ 16 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაუშგულში ჩარჩენილ 30 კაციანი გადამღებ ჯგუფთან მესტიის გამგებელი ჩავიდა