“ფეისბუქმა” ბოდიში მოიხადა მსუქანი მოდელის ბიკინში გადაღებული ფოტოს დაბლოკვის გამო

6სოციალურმა ქსელმა “ფეისბუქმა” ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მან სარეკლამოდ შეთავაზებული მსუქანი მოდელის ტესი ჰოლიდეის ფოტო, რომელიც ბიკინებში იყო გადაღებული, არ გამოაქვეყნა. მათი თქმით, ეს შეცდომა იყო, რომელიც გამოასწორეს – “ბიბისი” წერს.
ფოტო ფემინისტების ღონისძიებისათვის “ფემინისზმი და ცხიმი” იყო განკუთვნილი. “ფეისბუქმა”
ჩათვალა, რომ ფოტო “გამოხატავს სხეულს… არამისაღები კუთხით და მსგავსი ტიპის რეკლამა არ არის დაშვებული, რადგანაც ის მომხმარებელს აიძულებს ცუდად მოექცეს საკუთარ თავს” – ნათქვამია რეკლამის განყოფილების პასუხში.

გადაწყვეტილებამ აღაშფოთა ავსტრალიის ფემინისტური ჯგუფი Cherchez La Femme. მისმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელისგან მიღებული პასუხით აღშფოთებული იყო.
ჯესემი გლისონი ღონისძიება “ფემინიზმი და ცხიმის” ერთ-ერთი ორგანიზატორია. “მესმის, რომ ისინი იმედგაცრუებას ებრძვიან, რომელიც არასწორი კვების გამო სჭირთ ადამიანებს. ამაშია აზრი დევს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვესმოდეს ის, რომ “ფეისბუკით” სხვადასხვა კომპლექციის ქალები სარგებლობენ” – ამბობს გლისონი.

7

მოძრაობა “ბადი პოზიტივი” (სხეული პოზიტივი) ფემინიზმის ფარგლებში არსებობს. მისი მომხრეები ქალებს ურჩევენ, მიიღონ საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც აქვთ და ამის გამო არ დაკომპლექსდნენ.
Body Positive-ის მთავარი კონცეფციაა ჯანმრთელობა, ჰარმონია და ქალის კომფორტი. ისინი ქალის გარკვეული ტიპის სხეულის იდეალიზაციის წინააღმდეგ გამოდიან.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსული წარმოშობის კანდიდატმა გაიმარჯვა
შემდეგი სტატიაკანადელმა ჰიპნოზიორმა საფრანგეთში ტელემაყურებელი გააქვავა