ფეისბუქმა ასობით რუსული ანგარიში წაშალა, რომლებიც ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში იყვნენ ჩართულები

კომპანია ფეისბუქმა ასობით რუსული ანგარიში წაშალა, რომლებიც ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში იყვნენ ჩართულები. ფეისბუქის ინფორმაციით, ამ ანგარიშების სამიზნე ინდოეთი, ლათინური ამერიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იყო.

ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას, რომ მათი საშუალებით გაევრცელებინათ ცრუ ინფორმაცია.

ფეისბუქის განცხადებით, მათ კავშირი აღმოაჩინეს ქსელსა და გავლენიან მარკეტინგულ სააგენტო ფაზზეს დეზინფორმაციის კამპანიას შორის, რომელიც რუსული კომპანიის ედნაუს ნაწილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაზზე იუთუბერ, ინსტაგრამელ და ტიკტოკერ ინფლუენსერებს უკავშირდებოდა და მათ თანხის სანაცვლოდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას სთავაზობდა.

წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე – მანკიერი სიტუაციაა სავადმყოფოებში, შეჭმულია უამრავი ფული
შემდეგი სტატიასუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის