“ფეისბუქის” წაშლის მოწოდების კამპანია მასობრივი გახდა – ცუკენბერგი ბოდიშს იხდის

მარკ ცუკენბერგმა “ფეისბუქიდან” ინფორმაციის გაჟონვას “ნდობის დაკარგვა” უწოდა, მანამდე მან ბრიტანულ და ამერიკულ მედიაში გვერდები იყიდა ბოდიშის მოსახდელად.
დღეს, 27 მარტს ცუკენბერგმა გერმანული გაზეთებიდან მოიხადა ბოდიში. “ბოდიში მინდა მოვიხადო იმის გამო, რომ ჩვენ არაფერი გავაკეთეთ მაშინ” – თქვა “ფეისბუქის” დამფუძნებელმა. მან გერმანიის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე პირობა დადო, რომ პრობლემის მაშტაბებზე სპეციალურ მოხსენებას გააკეთებს. მინისტრმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ აუცილებელია სოციალური ქსელის კონტროლი.
მსოფლიოში მასობრივად დაიწყო “ფეისბუქიდან” აკაუნტების წაშლის შესახებ კამპანია.

რამდენიმე დღის წინ Tesla-სა და Space X-ის ხელმძღვანელმა ივონ მასკმა თავისი კომპანიის ოფიციალური გვერდები წაშალა “ფეისბუქზე”. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც “ტვიტერში” “ფეისბუქს” მასობრივი ბოიკოტი მოუწყვეს იმის გამო, რომ სოციალური ქსელიდან ინფორმაციის მასობრივად გადინებაზე გავრცელდა.
მიკრობლოგში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მასკს მიწერა, წაეშალა “ფეისბუქიდან” Space X-ის და ტესლას გვერდები: “წაშლი Space X-ის გვერდს ფეისბუქზე, კაცი თუ ხარ?” – დაუწერა მომხმარებელმა, რაზეც მასკმა უპასუხა, რომ არ იცოდა ამის შესახებ და რომ თხოვნას შეასრულებდა.
ორივე კომპანიის ოფიციალური გვერდი წაშლილია “ფეისბუქიდან”.

მარკ ცუკენბერგმა აღიარა, რომ სოციალურმა ქსელმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რომლის შედეგადაც მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ანალიტიკურმა კომპანია Cambridge Analytica-მა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა – Cambridge Analytica-ს თავისი პოლიტიკური კლიენტების სასარგებლოს “ფეისბუქ” მომხმარებლების მონაცემების გამოყენებაში ადანაშაულებენ. ცუკენბერგმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღიარა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლების ნდობა დაარღვია.
ცუკენბერგმა სინანული გამოთქვა მომხდარის გამო და პირობა დადო, რომ “თაღლითური აპლიკაციების” წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ასევე, მან დაამატა, რომ კონგრესს სიამოვნებით მისცემს ჩვენებას, “თუკი აუცილებელი გახდება ასე მოიქცეს” – “სიენენთან” ინტერვიუ თქვა.

საკუთარი მომხმარებლების მონაცემების მაქსიმალურად დასაცავად, ცუკენბერგი ყველა აპლიკაციის კარგად შეისწავლის, რომ მათი მონაცემებამდე წვდობა მაქსიმალურად შეამციროს.
ასევე, ჩაატარებს სრულ კრიმინალისტურ აუდიტს იმ აპლიკაციებზე, რომლებიც ეჭვს იწვევს, თუკი პროგრამის მფლობელი კომპანია მსგავსი აუდიტისგან თავს შეიკავებს, მას სრულიად დაბლოკავს,
დაბლოკავს ყველა აპლიკაციას, რომელიც მომხმარებლის პირად მონაცემებს არასათანადოდ იყენებს.

“ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თქვენი მონაცემები დავიცვათ და თუკი ამას ვერ ვაკეთებთ, ესე იგი, ჩვენ არ ვართ ღირსი თქვენ ჩვენი მომსახურებით ისარგებლოთ” – დაწერა ცუკენბერგმა თავის “ფეისბუქ”-გვერდზე.

#DeleteFacebook и #BoycottFacebook მსოფლიოში “ფეისბუქს” მასობრივად უცხადებენ ბოიკოტს. რეკლამის დამკვეთებმა შეაჩერეს რეკლამები.
უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე ცუკენბერგის კომპანიამ 58 მილიარდი დოლარი დაკარგა.

banner
წინა სტატიაშიპაპუნა უგრეხელიძესთან დაკავშირებით განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიახელისუფლება იხრებოდა დიპლომატიური მარცხისკენ