ფეისბუქის ახალი ფუნქცია – “ფეიკ” პროფილების ამოცნობა

ფეისბუქმა ახალი ფუნქციის ჩაშვება დაანონსა, რომლის მეშვეობითაც სოციალურ ქსელში შემაწუხებელ პროფილებს ამოვიცნობთ.

​ახალი ფუნქციის დახმარებით, ფეისბუქი ისეთი ადამიანების პროფილებს ამოიცნობს, რომელიც უკვე დავბლოკეთ და ახლა უკვე, სხვა ექაუნთიდან ცდილობენ ჩვენთან დაკავშირებას. ახალი ფუნქცია ერთდროულად გააქტიურდება, როგორც მესენჯერში, ისე ფეისბუქზე.

ფეისბუქის მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად სოციალურ ქსელში ათასობით “ფეიკ” პროფილი იქმნება. ახალი ფუნქციების დახმარებით კი, მათი უმრავლესობა გაუქმდება. ასევე, “ფეიკ” პროფილების შემთხვევაში, მათი მფლობელების ვინაობას ის ადამიანები გაიგებენ, რომელსაც ესა თუ ის “ფეიკ” პროფილი აწუხებს.

ფეისბუქი “ფეიკ” პროფილების ამოსაცნობად მომხმარებლების IP მისამართ გამოიყენებს. ამ გზით, სოციალური ქსელი იმ მომხმარებლებს ამოიცნობს, რომელიც უკვე დავბლოკეთ, თუმცა ახლა, ახალი პროფილით ცდილობენ ჩვენთან დაკავშირებას.

​ასევე, ფეისბუქი ამატებს ახალ ფუნქციას, რომლის დახმარებითაც მესენჯერში გამოგზავნილი შეტყობინების წაკითხვის შემთხვევაშიც კი, გზავნილის ავტორი ვერ გაიგებს, წავიკითხეთ თუ არა მისი წერილი. ეს ფუნქცია უკვე მოქმედებს აშშ-ში და მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქტიურდება.

banner
წინა სტატიაშიადამიანს ხანდახან ღირსების დაცვა გიწევს და ძნელია გაზომო, რამდენი ემოცია უნდა გამოუშვა
შემდეგი სტატიაუკრაინის მთავრობის ჩინოვნიკი რუსეთის ჯაშუში აღმოჩნდა (ვიდეო)