ფეისბუქი ფსევდონიმებს დაუშვებს გამონაკლის შემთხვევებში

კომპანია “ფეისბუქმა” განაცხადა, რომ მომხმარებლის სახელისა და გვარის მითითების პოლიტიკას შეცვლის.
რამდენიმე ხნის წინ კომპანიას აქტივისტებმა მიმართეს, ისინი “ფეისბუქისგან” ითხოვდნენ შეეცვალა მკაცრი პოლიტიკა დარეგისტრირებისას სახელისა და გვარის მითითების შესახებ.
გუშინ კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადებით, ის სატესტო რეჟიმში უშვებს ახალ სისტემას, სადაც მომხმარებლებს, თუკი მათ განსაკუთრებული მიზეზი არა აქვთ საამისოდ, ფსევდონიმების გამოყენება არ შეეძლებათ.
“ნამდვილი სახელების პოლიტიკა”, კომპანიის განმარტებით, გამოწვეულია სურვილით, დაეხმარონ ადამიანებს, მაგალითად ოჯახური ძალადობისას და სხვა.

ივლისში მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ფეისბუქმა გერმანიის მოქალაქის აკაუნტი იმის გამო დაბლოკა, რომ ის ფსევდონიმს იყენებდა, მოგვიანებით, კი, “ფეისბუქმა” მფლობელის რეალური სახელი ისე გამოაქვეყნა, რომ მომხმარებლისთვის არც უკითხავს.

“ფეისბუქი” არ აკონკრეტებს, რა შემთხვევევბში შეუძლიათ მომხმარებლებს ფსევდონიმების გამოყენება.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე პრეზიდენტის დაკითხვას აუცილებლად მიიჩნევს
შემდეგი სტატიარაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ახალი თარიღი რამდენიმე დღეში დასახელდება