ფეისბუქი, მესენჯერი, ინსტრაგამი და ვოთსაპი ერთი საათია შეფერხებით მუშაობს

1 საათია, რაც ფეისბუქი, მესენჯერი, ინსტაგრამი და ვოთსაპი შეფერხებით მუშაობს. პრობლემა მსოფლიოს ყველა ნაწილში ფიქსირდება.

ოთხივე აპლიკაცია Facebook-ის ჯგუფის ნაწილია. ჯერჯერობით უცნობია, რა არის შეფერხების მიზეზი. Downdetector-ის ცნობით, მომხმარებლების უმრავლესობას მესიჯების მიღება და გაგზავნა უჭირს, გარდა ამისა, არის ცნობები სერვერთან დაკავშირების ხარვეზების თაობაზეც.

შეფერხება თითოეულ აპლიკაციაში სხვადასხვანაირად ვლინდება. მესენჯერში აქტიურად გვხვდება “No Connection” შეტყობინება, შეტყობინებები კი, ვოთსაპის მსგავსად, არ იგზავნება.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას იმერეთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული შოკი მიიღეს