სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მუშაობაში გლობალური ხარვეზი ფიქსირდება. მომხმარებელთა ინფორმაციით, პლატფორმასთან წვდომა ამ დროისთვის მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
როგორც მომხმარებლები იუწყებიან, პრობლემა რამდენიმე მიმართულებით ვლინდება:
„ფეისბუქის“ მთავარ გვერდს (Feed) ინფორმაციის განახლება და ჩატვირთვა უჭირს;
აპლიკაციამ და „მესენჯერმა“ მომხმარებლები ავტომატურად გამოიყვანა საკუთარი პროფილებიდან (Log out);
ანგარიშებიდან გამოსული მომხმარებლები ქსელში ხელახლა შესვლას (Log in) ვეღარ ახერხებენ.
ჯერჯერობით “მეთას” ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.















