ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი გაითიშა

სოციალური ქსელები ფეისბუკი, ინსტაგრამი და, ასევე, საკომუნიკაციო აპლიკაცია ვოთსაპი გაითიშა. სამივე მათგანს კორპორაცია ფეისბუკი ფლობს.

სოციალური ქსელები არც მობილური აპლიკაციებითაა ხელმისაწვდომი და არც სხვა მოწყობილობებით. აპლიკაციებში News Feed-ი არ ახლდება, ვებგვერდები მიუწვდომელია. ვოთსაპში კი შეტყობინებები არ იგზავნება.

პლატფორმაზე Down Detector, რომელიც სოციალური ქსელების მუშაობას მონიტორინგს უწევს, ტვიტერზე წერს, რომ ფეისბუკს, ინსტაგრამსა და ვოტსაპს გლობალური პრობლემა შეექმნა.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ აღნიშნული მძიმე დარღვევები და მეორე ტურში მსგავსი რამ აღარ დაუშვას“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაახლა გადამწყვეტია, რომ ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია მოცემული