ცრუ ინფორმაცია ჯემალ გამახარიას წინააღმდეგ

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას პრესსპიკერმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ვინმე გელა სხულუხია ფეისბუკგვერდზე გაზეთ „ასავალ–დასავალის“ მითითებით ავრცელებს ცრუ ნიუსს, თითქოს ჯემალ გამახარია მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესს ეწინააღმდეგება და ომისაკენ მოუწოდებს თანამემამულეებს;
ჯემალ გამახარიას განმარტებით, მსგავსი შინაარსის ინტერვიუ მას არცერთი გამოცემისათის არ მიუცია. მისი განცხადებით, „მხოლოდ დიალოგით, მშვიდობის ენით, შერიგებით და ნდობის აღდგენით დავბრუნდებით აფხაზეთში!
ამ განსაცდელის დღეებშიც დახმარების ხელს ვუწვდით აფხაზეთს და აფხაზებს!“
ჯემალ გამახარიამ წაიკითხა აღნიშნული პოსტი, მაგრამ ვინაიდან ის დაბლოკილი აღმოჩნდა, წერილის ქვეშ კომენტარი ვერ გააკეთა. ამიტომ გადაწყვიტა ამ ფორმით გაცნობოთ, რომ მსგავსი მას არასდროს უთქვამს. ჯემალ გამახარია აღნიშნავს, რომ გამოცემას მოუწევს ბოდიშის მოხდა, რადგან ეს ფეიკი ემსახურება პირადად მის დისკრედიტაციას“.

 

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ხოლო მეორე ზუგდიდში დადასტურდა
შემდეგი სტატიაქართველი სასულიერო პირები და თეოლოგები საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურებიან