„ფეესბეს“ სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს საზოგადოებას, რომელიც ქვეყანას საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს – ვოლსკი

„ფეესბეს“ სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს, შემიძლია, წარმოგიდგინოთ სია, მარგველაშვილით დაწყებული, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩაერთონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც მოუწოდებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ​.

„ყველა ადამიანი, ვინც მოგვიწოდებს, გავხსნათ მეორე ფრონტი, ასეთი ადამიანი ბევრია – ზოგი პირდაპირ მოგვიწოდებს, ზოგი – ირიბად, ამის სია არსებობს და ისინი სწორედაც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. რუსეთს არაფრად უღირსს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მისთვის ჩვეულებრივი ნორმაა – რეგიონზე აგრესია განახორციელოს, სადაც პოზიციების გაძლიერებას გადაწყვეტს. საქართველოში დესტაბილიზაცია რუსეთის და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია. FSB-ს სახელმძღვანელოებით ხელმძღვანელობის ბრალდების წაყენება თუ ვინმესთვის შეიძლება, ეს ის ხალხია, ვინც იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ხელში იარაღი ავიღოთ და საომარ მოქმედებებში ჩავერთოთ. სია დიდია. დაგიდასტურებთ ადამიანები, ვინც დღეს ჩართული არის სახელმწიფოს წინააღმდეგ აქციების ორგანიზებაში და რომელთაც ძალიან მყარი მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით, რასაკვირველია, ის ადამიანები, ვინც ომისკენ მოუწოდებენ და იმ ადამიანების მხარდაჭერა ევროპარლამენტარების მიერ ვინც ომისკენ მოუწოდებდა, გარკვეულ ეჭვებს აღძრავს – აქ არაფერ შუაშია არც სუბარი, არ ხუნდაძე და არც ყაველაშვილი. საზოგადოებაში თავისუფლად შეიძლება გაიგოთ ეს აზრი – ადამიანებს უნდათ ომი და ამ ადამიანებს მხარს უჭერს ევროპარლამენტის რეზოლუცია. დამატებითი კომენტარები ამასთან დაკავშირებით აღარ მაქვს“, – განაცხადა გი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლთან რუსელი სადესანტო გემი ნაღმზე აფეთქდა
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები და გამოიძიონ თავდასხმები – საია კამპანიაზე “შინ ევროპისკენ”