25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

პედრო სანჩესი: ესპანეთი ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვას განაგრძობს

ესპანეთი ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვას, გაძლიერებასა და წინსვლას კვლავ აქტიურად განაგრძობს. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პრაიდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გააკეთა.

მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთი დამოუკიდებლობისა და თანასწორობის თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა.

„ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო ქვეყანაში, სადაც შეიძლება, თავისუფლად იყო, შეიყვარო და გამოხატო თავი. მათთვის, ვინც გზა გაიკვალა და მათთვის, ვინც ამას განაგრძობს. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და დავიცავთ მოპოვებულ ყველა უფლებას“, — აღნიშნავს პედრო სანჩესი საკუთარ მიმართვაში.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა არ აპირებს უკან დაიხიოს იმ ღირებულებების დაცვაში, რომლებიც მოქალაქეებს საკუთარი იდენტობის თავისუფლად გამოხატვის გარანტიას აძლევს.

banner
წინა სტატიაში რუსეთმა ზაპოროჟიეს დაარტყა – არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები
შემდეგი სტატიაგეგელია რუსულ სათვალთვალო სისტემებზე: ეს არის დასტური, რომ “ოცნება” თხემით ტერფამდე რუსული მანქანაა