პედრო აგრამუნტი: მხარს ვუჭერ გიგი წერეთელს, ჩემს ძველ და კარგ მეგობარს

მე მხარს ვუჭერ გიგი წერეთელს, ჩემს ძველ და კარგ მეგობარს, როგორც ევროპის სახალხო პარტიის საპარლამენტო ასბლეის პრეზიდენტობის კანდიდატს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა ჟურნალისტებს განუცხადა

„მე მხარს ვუჭერ გიგი წერეთელს, ჩემს ძველ და კარგ მეგობარს, როგორც ევროპის სახალხო პარტიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატს. მეც ვიყავი პრეზიდენტი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის. ეს არის მეგობრობა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. ჩვენ წლებია ერთად მოვდივართ ევროპის სახალხო პარტიაში და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ის არის საპრეზიდენტო კანდიდატი ეუთო-ს ასამბლეის და მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს“, – განახცადა პედრო აგრამუნტმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველო აღარ უნდა იყოს ადგილი, სადაც არჩევნების შედეგს წყვეტს ის, ვინც ხმებს ითვლის”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: სასწორზე ბევრად მეტი დევს, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებაა