პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გზიდან გაიტაცეს

ოჯახის წევრების თქმით, პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გზიდან გაიტაცეს.ექიმი სახლიდან დაახლოებით 1 საათის წინ გავიდა და მეგობარს უნდა შეხვედროდა.

ჩახუნაშვილს ვერ უკავშირდებიან, ტელეფონი გათიშული აქვს, მისი მანქანა კი სახლიდან რამდენიმე მეტრშია გაჩერებული.

“მაქსიმალურად გვეხმარებიან ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციები,, კოტე სახლიდან გავიდა 50 წუთის წინ, უნდა შეხვედროდა მეგობარს რუსთაველზე, აქციაზე. რომ არ შეხვდა მეგობარს, დავიწყეთ მისი ძებნა. ტელეფონნი აქვს გათიშული და სახლიდან რამდენიმე მეტრშია დაყენებული კოტეს მანქანა. დღეს რეპრესიებია გამოცხადებული. არანაირი მიზეზი არ სჭირდება სახელმწიფოს, რომ ვინმე ქუჩიდან მოხსნას”- აცხადებს ოჯახის წევრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.

მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან.

banner
წინა სტატიაში“საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება”-მდინარაძე
შემდეგი სტატიამდინარაძე ბლინკენის განცხადებაზე: კუდის მოქნევის მორიგი ცუდი მცდელობაა