,,ფედერიკა მოგერინის განცხადება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის მადლობას უხდის.

მამუკა ბახტაძის თქმით, მოგერინის განცხადება, რომ საქართველო ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა.

„მადლიერები ვართ საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრის, ფედერიკა მოგერინის მიერ პუბლიკაციაში საქართველოს ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორად მოხსენიებისთვის. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები უმაღლეს დონეს აღწევს და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვისაც“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი Twitter-ის გვერდზე.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დღეს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში საქართველოს ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე სტუმრობა 2018 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატია,,გედევან ფოფხაძის საკითხი უკავშირდება იმას, რომ ჩვენ არ გვსურს სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები ვიხილოთ უზენაეს სასამართლოში უვადოდ”