ფედერიკა მოგერინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი საქართველოს ესტუმრა. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს მოგერინიოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. ამ წუთებში
ფედერიკა მოგერინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქციების ხელმძღავენლებს ხვდება.

მთავარი საკითხები, რომლებზეც დეპუტატები აპირებენ, რომ ისაუბრონ ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე, არის მედია პლურალიზმი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და რუსთავი 2-ის საქმე.

საპარლამენტო ოპოზიცია ასევე აპირებს, რომ დააყენოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები და ის, თუ როგორ ხვდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა.

უმაღლეს კომისართან შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადების გაკეთებას გეგმავს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თუმცა უცნობია ისაუბრებს თუ არა ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის თემაზე, რომელიც რუსთავის 2-ის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგიის ორი მოსამართლის აცილებას ეხება.

banner
წინა სტატიაშირობერტ დე ნირომ მოსკოვში რესტორანი გახსნა…
შემდეგი სტატია“ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” რუსთავი 2-თან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვას უგზავნის