ფედერიკა მოგერინი: პრეზიდენტის როლი დაძაბულობის განმუხტვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის უმაღლეს კომისარს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს განხილვისას ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტის როლს დაძაბულობის განმუხტვის კუთხით პოლიტიკურ ძალათა შორის დიალოგის წარმართვის პროცესში.

„ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტის როლი დაძაბულობის განმუხტვის პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლარიზაციის რისკი. ჩემთვის ცნობილია თქვენი პირადი წვლილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, -აღნიშნა მოგერინიმ.

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: უამრავი უმეცარი განცხადება აქვთ გაკეთებული ევროსაბჭოს, ეუთო-ს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ მათი განცხადებები ყურად არ იღოს
შემდეგი სტატია“თავი ვერ გამოიჩინეს” – გვენეტაძე საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციას შეხვდება