ფედერალურმა ბიურომ კლინტონის კიდევ 15 ათასი წერილი აღმოაჩინა

ფედერალურმა ბიურომ კლინტონის კიდევ 15 ათასი წერილი აღმოაჩინა

აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის 15 ათასი ახალი წერილი აღმოაჩინა – დღეს The Washington Post-ი წერს.
ფაილების ეს ნაწილი არ ფიგურირებდა ადრე იმ დოკუმენტებში, რომელიც სახელმწიფო დეპარეტამენტმა გაზაფხულზე გამოაქვეყნა.
საუბარია მიმოწერაზე, რომელსაც ჰილარი კლინტონი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას პირადი ფოსტიდან ახორციელებდა.

2016 წლის მაისში რუმინელმა ჰაკერმა გუჩიფერის სახელით, კლინტონის ელექტრონული ფოსტის გატეხვა აღიარა.
ფედერალურმა გამოძიებამ ვერ დაამტკიცა, რომ ჰილარი კლინტონმა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედა. აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა ლორეტა ლინჩმა კლინტონს ბრალი არ წაუყენა.

მიმდინარე წლის იანვარში სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯონ კირბმა განაცხადა, რომ კლინტონის არქივიდან მთელი რიგი დოკუმენტები არ გამოქვეყნდება, რადგანაც ისინი საიდუმლო მონაცემებს შეიცავენ.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა “ისლამურ სახელმწიფოსა” და ქურთებზე ავიადარტყმები განახორციელა
შემდეგი სტატიათურქეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია