15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

“ფედერალისტები”: ივანიშვილი ცდილობს ქართველებს წაგვართვას ბუნებითი უფლებები და ჩაკლას თავისფლება

ფეისბუქპოსტის გამო მწერალ ბექა ლოხიშვილს 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნულ ფაქტს პარტია “ფედერალისტები” ეხმაურება.

“ივანიშვილის რეჟიმმა ფეისბუქპოსტის გამო მწერალ ბექა ლოხიშვილს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ივანიშვილი ცდილობს ქართველებს წაგვართვას ბუნებითი უფლებები და ჩაკლას თავისფლება, რომელსაც საქართველოს ჰიმნით განვადიდებთ.
თავისუფალი საზოგადოება და სახელმწიფო ემყარება რწმენას, რომ თითოეულ ინდივიდს აქვს ხელშეუვალი უფლებები, რომლის ხელყოფის უფლებაც არცერთ ხელისუფალს არ აქვს.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს სრული კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გამოხატოს ნებისმიერი მოსაზრება ისე, რომ შურისძიებისა და დევნის არ ეშინოდეს.
ივანიშვილი კი ცდილობს, ნორმად დაამკვიდროს ვითარება, სადაც გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა კრიმინალად ითვლება, ხოლო კონსტიტუციის სრული დარღვევით კანონმორჩილი მოქალაქეების დატყვევება – მართლმსაჯულებად.
თანაც, ამ გზით თავის კორუმპირებულ ხელქვეითებს იცავს, რათა ხალხის ძარცვისა და დევნის პასუხად, მოქალაქეს მათი კრიტიკის უფლებაც არ ჰქონდეს.
ყველა, ვისაც გვჯერა, რომ ეს ქვეყანა არა ივანიშვილს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს გვეკუთვნის, ვიკრიბებით 26 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.
მხოლოდ მტკიცე და საყოველთაო პროტესტით დავამარცხებთ ერის მოღალატე რეჟიმს და ქვეყნის ბედს საქართველოს მოქალაქეების ხელში დავაბრუნებთ.

დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!”_ აცხადებს პარტია “ფედერალისტები”.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით