პედაგოგთა საბაზო ხელფასი 405 ლარი იქნება

news
ავტ.: news ნოემბერი 27, 2015 10:50

პედაგოგთა საბაზო ხელფასი 405 ლარი იქნება

მნიშვნელოვანი

  • მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა პედაგოგებისათვის ხელფასების ზრდის თაობაზე გააკეთა კომენტარი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მასწავლებლებისთვის საბაზო ხელფასი იქნება 405 ლარი.

სხვა სტატიები

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა პედაგოგებისათვის ხელფასების ზრდის თაობაზე გააკეთა კომენტარი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მასწავლებლებისთვის საბაზო ხელფასი იქნება 405 ლარი.

“2015 წლის 1 აპრილიდან დაიწყო პედაგოგების ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი და მასწავლებელთა საბაზო ხელფასი გახდება 405 ლარი, პრინციპში უკვე გახდა,“ – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

განათლების მინისტრის განმარტებით, პედაგოგის საშუალო ხელფასი 2016 წლის აპრილიდან საშუალოდ 600-700 ლარი იქნება.

დღესვე პრემიერმა ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის ბიუჯეტი კი 2016 წელს იქნება 3 მილიარდ 100 მილიონზე მეტი. ძირითადი თანხა საყოველთაო ჯანდაცვას მოხმარდება

2016 წლის ბიუჯეტის საბოლოო პარამეტრებთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები შეთანხმდებიან, რის შემდეგაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი გადაიგზავნება საკანონმდებლო ორგანოში.

news
ავტ.: news ნოემბერი 27, 2015 10:50

Google სტატისტიკა


3,979
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics