აპრილის თვიდან პედაგოგთა ხელფასები იზრდება

tamar-sanikidze

განათლების და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, აპრილის თვიდან, პედაგოგთა ხელფასები კიდევ 50 ლარით გაიზრდება.

სანიკიძის ინფორმაციით, კარიერული სქემის ფარგლებში, 1 აპრილიდან, როგორც ეს დაგეგმილი იყო, მასწავლებლებს კვლავ უწევთ სახელფასო ზრდა.

“შესაბამისად, საბაზო ხელფასიც გაიზრდება კიდევ 50 ლარით და გაიზრდება დანამატებიც. დღეს, საბაზისო ხელფასი არის 405 ლარი, რაც დაახლოებით 65%-იანი ზრდა არის. საშუალო ხელფასები 2016 წლის აპრილიდან იქნება შემდეგი: მასწავლებელი აპრილის თვიდან ხელფასს უკვე მიიღებს იმ საფეხურების მიხედვით, რომელშიც არის განაწილებული, მაგალითად, 2016 წლის აპრილიდან პრაქტიკოსი მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის 600 ლარი, რაც 2012 წელს 360 ლარი იყო. უმაღლესი მასწავლებლუის საშუალო ხელფასი კი, 800 ლარია. წამყვანი მასწავლებლის ხელფასი 965 ლარია, რომელიც 2012 წელს, დაახლოებით, 500 ლარი იყო”,- თამარ განაცხადა სანიკიძემ.

განათლების მინისტრის განცხადებით, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა მომდევნო წლის 1 იანვრიდან არის დაგეგმილი, რომლის შემდეგაც, პედაგოგის საშუალო ხელფასმა 800-900 ლარი უნდა შეადგინოს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს შანსი საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, ”ქართული ოცნებაა”
შემდეგი სტატია“არასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ხელკეტებით იდევნებოდნენ”