პედაგოგებმა სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან შანტაჟზე და ზეწოლაზე ისაუბრეს

ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა როლოვსი ზუგდიდში პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრის ფორმატში მასწავლებლებმა პოლიტიკური პოზიციების გამო ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე შანტაჟსა და ზეწოლებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდა გარდაცვლილი ზუგდიდელი პედაგოგის, ია კერძაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ფაქტი არსებობს კერძაიაზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლისა, პროკურატურა მისი გარდაცვალების ფაქტებს არ იძიებს და დამნაშავეებს ხელს აფარებს.

“ზუგდიდელ პედაგოგებთან ჩემს შეხვედრას ბაჩანა შენგელიაც ესწრებოდა. მისი დედა – ია კერზაია – შარშან, სკოლაში პოლიტიკურმა ზეწოლამ შეიწირა.

შეხვედრის ძირითადი თემა უნდა ყოფილიყო განათლება, ამ მიმართულებით არსებული სიტუაცია და ჩვენი ხედვა. თუმცა, პედაგოგებმა ვრცლად ისაუბრეს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში პოლიტიკურ ზეწოლაზეც, განსაკუთრებით საარჩევნოდ. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ისევ სახეზეა. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კი პოლიტიკას არაფერი ესაქმება. ამასთან შეგუება არ შეიძლება. ამან შეიწირა ია კერზაია. მსგავსი აღარასდროს უნდა განმეორდეს.

პედაგოგებზე პოლიტიკური ზეწოლა უნდა დასრულდეს. წარმოუდგენელია მათ სამსახურის დაკარგვის ეშინოდეთ თავიანთი უფლების გამოყენებისთვის – აირჩიონ ის, ვისაც მეტად ენდობიან.”- განაცხადა სანრდრა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაში„პრობლემა იყო ის, რომ ძალოვანი კაბელი იყო დაზიანებული,“ – კახა კალაძემ მეტრო ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთი დაათვალიერა
შემდეგი სტატიაავარია სოფელ შინდისთან – დაშავდა ხუთი არასრულწლოვანი