პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება

პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში სავალდებულო ხდება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც დასამტკიცებლად განიხილება.

“რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენ თან იძახე შენ, არ შეიძლება რაიმე იძულებითი იყოს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია,”- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიEBRD–მა და IFC-მ თიბისი უზბეკეთის წილი შეიძინეს
შემდეგი სტატია“ზუგდიდის თეატრის მსახიობები “ქართული ოცნებისთვის” მუშაობენ და მოსახლეობას პირადობის მოწმობებს სთხოვენ”