პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნა – ოპოზიცია განათლების და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით უმძიმეს კითხვებზე პასუხის გასაცემად განათლების და შს მინისტრებს პარლამენტში იბარებს. ოპოზიცია საარჩევნო პერიოდში მასწავლებლებზე განხორციელებულ ზეწოლაში მიხეილ ბატიაშვილთან , გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვს.
შეგახსენებთ: ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. ის ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახი პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. გარდაცვალებამდე ზეწოლაზე საუბრობდა თავად ია კერზაიაც. ის ამბობდა, რომ სთხოვდნენ საარჩევნო პროცესებში ჩართვას და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმების მობილიზება.

banner
წინა სტატიაში“ვიკვლევთ, ხომ არ ჰქონდა პოლიტიკური წინაპირობა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს”- სალაძე
შემდეგი სტატიამწვავე საკადრო დეფიციტის გამო არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად სპეციალური პენიტენციური სამსახური საბადრაგო სამმართველოში 85 ვაკანსიაზე ღია კონკურსს აცხადებს