“პედაგოგების ავტორიტეტი უნდა იქნეს ყველაზე მეტად, მოვლილი ” – გიორგი ვოლსკი

უმრავლესობა იზიარებს პრემიერის განცხადებას პედაგოგთა ტესტირებასთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ მასწავლებელს არ უნდა უწევდეთ გამუდმებით გამოცდების ჩაბარება. პრემიერის აზრს იზიარებენ რესპუბლიკელებიც, თუმცა განათლების სისტემის სიღრმისეული რეფორმების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

“პრემიერმა თქვა, რომ ასეთი ინტენსიური ხშირი გამოცდები უნდა გაუქმდეს და არ შეიძლება ყოველ წუთში ტარდებოდეს გამოცდების ძალიან დიდი რაოდენობა. პედაგოგების ავტორიტეტი უნდა იქნეს ყველაზე მეტად მოვლილი ამ ქვეყანაშიო“ – განაცხადა ქართული ოცნების წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიციის ნაწილი კი განათლების სფეროს სპეციალისტების მსგავსად ფიქრობს, რომ გამოცდების გაუქმება კვალიფიკაციას შეამცირებს. მათი აზრით ეს განცხადება წინასაარჩევნოდ პედაგოგების გულის მოსაგებად და მათი ხმების მოსაპოვებლად გაკეთდა.

“სასერტიფიკაციო გამოცდები არ შეიძლება იყოს განხილული როგორც ერთადერთი გზა პროფესიული განვითარებისთვის და ეს არ უნდა წარმოადგენდეს დამსჯელ მექანიზმს პედაგოგისთვის,“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მარიამ რამინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ფერიცვალება – ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ფერიცვალების სახელობის დედათა მონასტერში აღავლენს
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ჰეროინი ამოიღო