PayPal-მა ნემცოვის მოხსენებისთვის თანხის შეგროვება დაბლოკა

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

nemcoviრუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა ვსევოლოდ ჩაგაევმა განაცხადა, რომ სერვისმა PayPal ბორის ნემცოვის მოხსენებისთვის „პუტინი. ომი“ თანხის შეგროვება დაბლოკა.
სერვისის ტექნიკურმა სამსახურმა განაცხადა, რომ PayPal პოლიტიკური მიზნებისთვის განკუთვნილ აქციებს არ უჭერს მხარს, ასევე რუსეთის პოლიტიკურ მიზნებს – აქტივისტმა შეტყობინება ტვიტერზე გამოაქვეყნა.
28 თებერვალს მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მოხსენება მისმა თანაგუნდელებმა ორშაბათს გააცნებს საზოგადოებას. მოხსენებაში, რომელიც სხვადასხვა ღია ფაქტებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში გასული წლის აგვისტოში დაახლოებით 220 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
რუსეთი უარს ამბობს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობაზე.

banner
წინა სტატიაშიხელის ჩამორთმევამ შესაძლებელია ინფარქტის რისკები გაჩვენოთ
შემდეგი სტატიაინდოეთში წყვილი ლინჩის წესით დასაჯეს და დაწვეს